ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში სტიქია უხვმა ნალექმა გამოიწვია.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 4 ადამიანი. უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა ასობით საცხოვრებელი სახლი და შენობა.