29 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
საქართველოში აშშ-ს ელჩმა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიები დაათვალიერა

საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, აშშ-ის ელჩი სტუმრობდა. კელი დეგნანი დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და ლაბორატორიები დაათვალიერა. აშშ-ის ელჩმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს.

"ძალზედ შთამბეჭდავია ამ ლაბორატორიების საქმიანობა. მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა მინისტრ გომელაურთან ერთად დამეთვალიერებინა ისინი. ის ფაქტი, რომ ლაბორატორიებმა სულ ახლახანს მოიპოვეს საერთაშორისო აკრედიტაცია დოკუმენტების, თითის ანაბეჭდებისა და სახის ამოცნობის ექსპერტიზის მიმართულებით, მიუთითებს დიდ სურვილსა და ძალისხმევაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ექსპერტიზის სხვა მიმართულებების სრული აკრედიტაციისთვის, რის შედეგადაც მიიღებს სრულად აკრედიტირებულ თანამედეროვე ექსპერტიზის ლაბორატორიებს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია სამართალდაცვის სფეროში საქმიანობისთვის,"- განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა

ვახტანგ გომელაურმა ამერიკულ მხარეს პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები