29 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. ადამ ბოელერთან გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოში კორპორაციის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, ასევე მათ როლზე ქვეყანაში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, მათ შორის, პანდემიის პირობებში.

საუბრის დროს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტიმულირებისა და ხელშეწყობის მიზნით, არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს და ამის კარგი მაგალითია პანდემიის პირობებში, ფოთის პორტში "პეის ტერმინალის" დაფინანსება. გიორგი გახარიამ ადამ ბოელერი საქართველოშიც მოიწვია.

დღის ამბები