29 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
სკოლაში პირბადის ტარება მასწავლებლებისთვის სავალდებულო იქნება - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სასწავლო პროცესის დაწყებისას, სკოლაში პირბადის გარეშე ვერ შევლენ იქ მომუშავე თანამშრომლები და მასწავლებლები, გარდა მოსწავლეებისა. 

მისივე თქმით, სკოლამ უნდა უზრუნველყოს სადეზინფექციო საშუალებები და სანიტარული კვანძების დასუფთავება რეგულარული წესით.

"მთავარი პრინციპები უსაფრთხო სასკოლო გარემოსთვის ძირითადად სამი მიმართულებით არის. ესენია: პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება, პირბადეების გამოყენება შესაფერისი წესით, დისტანციის შენარჩუნება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. ერთი მეტრი დისტანციის დაცვა, ეს არის მინიმალური უსაფრთხო დისტანცია, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები გვთავაზობენ.

რაც შეეხება პირბადის გამოყენებას, ეს სავალდებულო იქნება ყველა ვიზიტორისთვის, თანამშრომლისთვის, მასწავლებლებისთვის და სხვა პირებისთვის, გარდა მოსწავლეებისა. სკოლების პასუხისმგებლობა იქნება უზრუნველყონ სადეზინფექციო საშუალებები და სანიტარული კვანძების დასუფთავება რეგულარული წესით,"- განაცხადა განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები