29 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 6 ლენჯერიდანაა, 3-ის წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 6 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდანაა, 11 პაციენტის წყარო დადასტურებულთან კონტაქტია, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, (ორივე მათგანი სატვირთო მანქანის მძღოლია), 1 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 3-თან მიმდინარეობს წყაროსა და კონტაქტების კვლევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-ით გაიზარდა და 1,306-ს შეადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 17-ით გაიზარდა და 1,085-ია.

კარანტინის რეჟიმშია 7635, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 334 ადამიანი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე

დღის ამბები