29 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
მინსკში 5 დღიან საპროტესტო გამოსვლებს მეორე მსხვერპლიც მოჰყვა - ბელარუსში არეულობა გრძელდება

მინსკში, ადგილზე სადაც საპროტესტო გამოსვლების მონაწილე დაიღუპა ბელარუსში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა დღეს ყვავილები მიიტანეს. ცერემონიიდან რამდენიმე წუთში კი ცნობილი გახდა, რომ 5 დღიან გამოსვლებს მეორე მსხვერპლიც მოჰყვა. ორივე შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი პოლიციელთა არაჰუმანურობა სახელდება.

დაკავებულია, დაახლოებით, 8 000 ადამიანი. უმეტესობის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 500-მდე აქტივისტი კი მიყენებული დაზიანებების გამო კლინიკაში მკურნალობს. პროტესტის ნიშნად, ძალოვანთა ნაწილმა საკუთარი უნიფორმა საჯაროდ გაანადგურა, სამთავრობო არხებს კი ჟურნალისტები ტოვებენ. მათი ნაწილი დღეს საპროტესტო აქციაზეც გამოჩნდა.

პროტესტი და შეტაკებები მინსკის ქუჩებში არჩევნების არაოფიციალური შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო, რომელის მიხედვითაც ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80%-მა მისცა ხმა.

დღის ამბები