29 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის დედის საჯარო განცხადების საფუძველზე, პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, რომელიც ეხება  13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედიასაშუალებებით გაკეთებულ განცხადებას.

უწყების ცნობით, გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას.

საუბარია თეონა თამაზაშვილის მიერ, დღეს მედიით გაკეთებულ განცხადებაზე. გარდაცვლილის დედის თქმით, საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა მასზე ზეწოლა განახორციელა. თამაზაშვილის თქმით, მას შემდგ რაც გუშინ, presa.ge-ს რედაქტორმა თამარის წერილი გამოაქვეყნა, პროკურორი მისგან ითხოვდა ეთქვა, გადასცა თუ არა ჩანაწერი კაპანაძეს. ასევე, დაინტერესდა ადვოკატის ჰონორარითა და იმით, თუ რატომ იცავს ოჯახის ინტერესს კონკრეტულად მიხეილ რამიშვილი. თეონა თმაზაშვილის ინფორმაციით, ის ხვალ გენერალურ პროკურორს შეხვდება, მას ირაკლი შოთაძესთან კონკრეტული კითხვები აქვს.

დღის ამბები