29 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
მესტიის მუნიციპალიტეტში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება - შესასვლელს სამართალდამცველები აკონტროლებენ

ამ ეტაპზე მესტიის მუნიციპალიტეტში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. შესასვლელს სამართალდამცველები აკონტროლებენ, შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ დისტრიბუციის მანქანებს. ასევე ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე მოწყობილია სპეციალური კარავი, სადაც ადგილობრივების შემოწმება და თერმოსკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს.

დღეს კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2 სწორედ ლენჯერის თემში დაფიქსირდა. საერთო ჯამში კი ლენჯერში სულ 31 კოვიდ-ინფიცირებულია

ადგილზე 14 ეპიდემიოლოგიური ჯგუფი მუშაობს. 

დღის ამბები