29 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ბელარუსში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე გარდაიცვალა

ბელარუსში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე გარდაიცვალა.

25 წლის ახალგაზრდა კვირას დააკავეს და მოგვიანებით, უკანონო საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო, 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ის საპატიმროში გარდაიცვალა. 

გარდაცვლილის დედის თქმით, მის შვილს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, ის კი რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის ფურგონში ჰყავდათ დატყვევებული.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინსკში პოლიციის მხრიდან ძალადობა დაგმეს. ადგილი ჰქონდა მომიტინგეებს და პოლიცილეებს შორის დაპირიპირებასაც. მასობრივი დაკავების შედეგად, 3 დღის განმავლობაში, საპატიმროებში 6000-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის მცირეწლოვნებიც არიან.

პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა მზად არიან ბელარუსის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლი შეასრულონ. ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა. ნაუსედამ ბელარუსის მთავრობას სამპუნქტიანი გეგმა შესთავაზა, რომელიც გულისხმობს შემდეგ ნაბიჯებს: ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყვიტოს, გაათავისუფლოს დაპატიმრებული დემონსტრანტები და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით ეროვნული საბჭო ჩამოაყალიბოს, რომელიც კრიზისიდან გამოსვლის გზების მონახვას შეეცდება.

პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა მზად არიან ბელარუსის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლი შეასრულონ.

"თუკი ჩვენს ინიციატივას უარყოფითად შეხვდებიან, სხვა საშუალებები რჩება დღის წესრიგში, რომელსაც ჩვენ ლიეტუვაში და ევროკავშირში განვიხილავთ, და ეს არის სანქციები, ევროპულ ან ცალკეული ქვეყნების დონეზე,"- აცხადებს ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

ამერიკის შეერთებული შტატები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ პრაღაში ვიზიტით მყოფმა შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პომპეომ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა რომ არსებულ საკითზე ს პარტნიორებთან ერტად მუშაობს

"ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, თავისუფლებისმოყვარე მეგობრებთან, რომლებიც ზუსტად ისევე არიან შეშფოთებული იმით, რაც მოხდა. ჩვენ კარგი შედეგი გვინდა ბელარუსი ხალხისთვის. რაც შეეხება სანქციების დაწესებას, მნიშვნელოვანია კრიტერიუმი, რისი გაკეთებაც ერთობლივად შეუძლია შტატებს არამხოლოდ ცალმხრივად, არამედ მრავალმხრივი მიდგომით, იქნება ეს სანქციების დაწესება, თუ პროდუქციის მიწოდების შეზღუდვა," - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

 

დღის ამბები