29 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
COVID-19-ის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2-ის ინფიცირების წყარო ლენჯერია - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერია.

"დღევანდელი მონაცემებით 5 ახალი შემთხვევა დაგვემატა და სულ გვაქვს 1,283 დადასტურებული შემთხვევა.

ამ 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფექციის წყარო გახლავთ ლენჯერი, 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და 2 გახლავთ შემოტანილი, აქედან ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

გამოჯანმრთელებულების რიცხვი 10-ით გაიზარდა და გახდა 1068. ამ მონაცემებით დღეს, COVID ცენტრებში მკურნალობს 198 პაციენტი. ამ 198 პაციენტიდან 7 კვლავ კრიტიკულია, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია და დინამიკაში გაუარესება არ შეიმჩნევა, 17 პაციენტი არის მძიმეთა კატეგორიაში და მათი მდგომარეობაც სტაბილურია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის. საბოლოოდ, გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი დღევანდელი მონაცემებით 83% გახლავთ, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი 1, 93%-ია.

რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, ჩვენ გუშინ 32 პაციენტი გვყავდა, არავინ შემოსულა და არც არავინ გაწერილა, ამიტომ კვლავ რჩება 32 პაციენტი," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები