29 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის შემთხვევაში კალიფორნიის შტატის სენატორი კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტი გახდება

კალიფორნიის შტატის სენატორი კამალა ჰარისი ამერიკის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევის შემთხვევაში ვიცე პრეზიდენტი გახდება - მისი კანდიდატურა ბაიდენმა დაასახელა. დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰარისი უშიშარ მებრძოლად და ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო სახელმწიფო მოხელედ დაასახელა.

კამალა ჰარისი კალიფორნიის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული პირველი ფერადკანიანი ქალია.

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით გაკვირვებულია დონალ ტრამპი. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, დემოკრატიული პარტიის პრაიმერისის დროს კამალა ჰარისი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მიმართ უპატივცემულობას იჩენდა. პრეზიდენტის არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს გაიმართება.

დღის ამბები