29 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
ლელო ხარ შენ, ლელო ვარ მე, ლელო არის საქართველო - მამუკა ხაზარაძე

"ლელო" არის ძალა, რომელიც შექმნის ეკონომიკის მძლავრ ხერხემალს, ასი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს, წელში გამართავს ყველა ოჯახს და შექმნის ძლიერ საშუალო ფენას, – ასე მიმართა პარტია "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას.

მისი თქმით, "ლელო" არის ძალა, რომელიც საქართველოს აქცევს რეგიონის ლიდერ ქვეყნად და აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას.

"ლელო" არის ახალი ეროვნული ძალა, რომელიც თქვენთან ერთად საქართველოს აქცევს რეგიონის ლიდერ ქვეყნად, აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას და გააერთიანებს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ – პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ვართ ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც დაამარცხებს ორპოლუსიანობას, დაანგრევს ძველ სისტემას და შექმნის სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობას. ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის.

მხარი დაუჭირეთ ჩვენს კანდიდატებს. ისინი იქნებიან თქვენი ნამდვილი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, თქვენი ყველა პრობლემის, ტკივილის თუ სიხარულის გამზიარებლები. მხარი დაუჭირეთ "ლელოს", რადგან ასე თქვენ მხარს უჭერთ თქვენს შვილებს, თქვენს მომავალს, თქვენს ქვეყანას. მე დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ, როგორც ერთ-ერთი თქვენგანი, ჩვენი ქვეყნის ერთი რიგითი მეომარი, ერთი თავისუფალი ადამიანი. დიახ, "ლელო" შეიქმნა ადამიანისთვის, თითოეული თქვენგანისთვის, თქვენი ახალი, თავისუფალი და ბედნიერი ცხოვრებისთვის. ლელო ხარ შენ, ლელო ვარ მე, ლელო არის საქართველო", – განაცხადა ხაზარაძემ.

დღის ამბები