29 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
პატრიარქის შემდეგ ყველაზე მაღალი მოწონებით ამირან გამყრელიძე სარგებლობს - IRI-ს კვლევა

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" კვლევის მიხედვით, მოსახლეობაში ყველაზე მაღალი მოწონებით პატრიარქის (89%) შემდეგ "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" დირექტორი ამირან გამყრელიძე სარგებლობს.

კვლევის მიხედვით, მას მოსახლეობის 74%-ის მოწონება აქვს.

კვლევა ჩატარდა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა "აიფიემის" მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. 

დღის ამბები