29 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
მინსკში ქალებმა ცოცხალი ჯაჭვის აქცია გამართეს

ბელარუსის დედაქალაქში ქალებმა ცოცხალი ჯაჭვის აქცია გამართეს. მშვიდობიან აქციაში მონაწილეობა მიიღეს ქალებმა, რომლებსაც ხელში ვარდები ეჭირათ. მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები, მასწავლებლები, დიზაინერები და პენსიონერები.

ბელარუსში უკვე მესამე დღეა დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომასა და რეფორმებს ითხოვენ. აქცია ყოველ ჯერზე პოლიციასთან შეტაკებითა და დაკავებებით სრულდება. დაკავებულია 5 ათასზე მეტი ადამიანი. მათ შორის, ჟურნალისტები და აქციის კოორდინატორები.

ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც. ევროკავშირი ბელარუსთან ურთიერთობის გადახედვასა და სანქციების დაწესებას გეგმავს.

დღის ამბები