29 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
მოსახლეობის 40%-ის აზრით, პანდემიის პირობებში საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან გაუარესდა - IRI-ს კვლევა

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 42% ფიქრობს, რომ პანდემიის პირობებში საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მეტნაკლებად გაუარესებულია. ამავე კვლევის მიხედვით, 40%-ის აზრით, მდგომარეობა ძალიან გაუარესდა, 15% მიიჩნევს, რომ სიტუაცია არ შეცვლილა, ხოლო 3%-ის აზრით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია. 

კვლევა ჩატარდა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა "აიფიემის" მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. 

დღის ამბები