29 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
ჯერ სიის პირველი ათეული ცნობილი არაა, პირველი ვიქნები თუ ბოლო მნიშვნელობა არ აქვს - გიორგი გახარია

ჯერ სიის პირველი ათეული ცნობილი არ არის, პირველი ვიქნები თუ ბოლო, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საარჩევნო სიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერი ამბობს, პირველი ათეული ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

"ჯერ პირველი ათეული ცნობილი არ არის. ზოგიერთებს რომ ეჩქარებათ, ჩვენ საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მაგასაც მოვასწრებთ. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ნომერი ვიქნები. მერწმუნეთ, რომ ამით არ არის განსაზღვრული ის ძალისხმევა, რომლითაც მე ვიბრძოლებ ამ გამარჯვებისთვის უახლოესი თვეების განმავლობაში. პირველი ვიქნები თუ ბოლო ნომერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები