29 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
სწავლის გადადების და არჩევნების თარიღის შეცვლის არანაირი პირობა არ არსებობს - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დღევანდელი მოცემულობით სწავლის გადადების პირობა არ არსებობს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ასევე არანაირი საფუძველი არ არსებობს არჩევნების თარიღი შეიცვალოს.

"დღეის მდგომარეობით, არანაირი პირობა იმისთვის, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება, არ არსებობს.

დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს არანაირი საფუძველი და მოცემულობა არჩევნების თარიღის ცვლილებაზე საუბრის," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები