29 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
დაველოდებით კვლევებს და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას - ეკატერინე ტიკარაძე რუსული ვაქცინის შესახებ  

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე რუსეთის მიერ შექმნილ ვაქცინასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ნებისმიერი პრეპარატი უნდა იყოს გამყარებული შესაბამისი კვლევებით და შემდგომ უნდა მოხდეს მონაცემებზე დაკვირვება. 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სწორედ ამის შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. 

"მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პრეპარატი, იქნება ეს მედიკამენტი, თუ ვაქცინა, იყოს გამყარებული საჭირო კვლევებით და ჩვენ ჯერ დაველოდებით, რა თქმა უნდა, კვლევების მონაცემებს და შემდეგ უკვე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებას," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

დღის ამბები