29 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთით გაიზარდა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთით გაიზარდა. ინფექცია შუახნის ქალს დაუდასტურდა. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და  საზღვრის კვეთის შემდეგ, საკარანტინო სივრცეში იყო მოთავსებული.

ინფიცირებული ბათუმის COVID ცენტრშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, აჭარაში ერთი პირი გამოჯანმრთელდა და ის უკვე გაწერეს რესპუბლიკური საავადმყოფოდან. ბათუმის COVID ცენტრში ამ ეტაპზე 17 პაციენტი რჩება.

დღის ამბები