29 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
მინსკში შეტაკებები გრძელდება - ბელარუსის ქუჩებში კვლავ ასობით დემონსტრანტი გამოვიდა, დაკავებულია დამატებით რამდენიმე ათეული ადამიანი

მინსკისა და სხვა ქალაქების ქუჩებში კვლავ ასობით დემონსტრანტი გამოვიდა. მოხდა შეტაკებები. მილიციამ საპროტესტო აქციების დასაშლელად ამჯერადაც ხმოვანი ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

დაკავებულია დამატებით რამდენიმე ათეული ადამიანი. ოფიციალური ინფორმაციით, საერთო ჯამში, სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოებშია მოთავსებული საპროტესტო აქციების დროს დაშავებული 200-ზე მეტი ადამიანი. თუმცა ადგილობრივი მედია გაცილებით მეტი დაშავებულის შესახებ საუბრობს.

ბოლო ინფორმაციით, მინსკში დემონსტრანტებისთვის ხელის შესაშლელად დაკეტილია შვიდი მეტროსადგური, ქალაქში მობილიზებულია სპეცტექნიკა.

საპროტესტო აქციები ქვეყანაში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ცესკოს მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ხელისუფლების ზეწოლის შედეგად ქვეყანა დატოვა პრეზიდენტობის კანდიდატმა სვეატლანა ტიხანოვსკაიამ - ის ლიეტუვაში იმყოფება. 

დღის ამბები