29 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის მოსახლეობას 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა ექნება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის მოსახლეობას, მალე 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა ექნება.

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გაეცნო.

კიდევ ერთი ახალი სკოლა სოფელ ჰერეთისკარში იქნება. ორივე მათგანი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შენდება. სრული რეაბილიტაცია უტარდება სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლას.

დღის ამბები