"კოვიდ-19"-ით ინფიცირების შემთხვევებმა მსოფლიოში 20 მილიონს გადააჭარბა. მხოლოდ შეერთებულ შტატებში, 5 მილიონზე მეტი დაინფიცირებულია.
მეორე ადგილზე ბრაზილიაა სამი მილიონი დაავადებულით. მას ინდოეთი მოჰყვება, სადაც ბოლო 24 საათში 52 ათასი პირი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 900-მდე.
ინფექციის გავრცელების დინამიკა იზრდება ევროპის ქვეყნებში. საფრანგეთში, ბოლო 24 საათში ვირუსის 800-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.
ივნისის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში. ქვეყენაში ვირუსი ერთ დღეში 800-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.
საქართველოს ზოგიერთ მეზობელ სახელმწიფოში ვირუსის შემთხვევებმა იკლო. აზერბაიჯანში დღიურმა მაჩვენებელმა 84, სომხეთში კი 160 შეადგინა.
მზარდია სტატისტიკა კვლავ უკრაინაში სადაც ერთ დღეში ვირუსით 1200- მდე ადამიანი დაავადდა.
რუსეთი პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა უკვე დაარეგისტრირეს. საკითხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოეხმაურა და აღნიშნა რომ ის რუსეთის ჯანდაცვის ორგანოებთან ერთად "კოვიდ-19"-ის ახლად დამტკიცებული ვაქცინის შესაძლო პრეკვალიფიკაციის პროცესს განიხილავს.
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში "კოვიდ-19"-ის 5 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება თურქეთს, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით დაავადაებულთა რიცხვი 1200- ამდე გაიზარდა.