29 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ - გიორგი გახარიამ ყვარელში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებთან ერთად, ყვარელში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატად ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა. გახარიამ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შეკრებილ მხარდამჭერებთან იმ პრობლემების გადაჭრაზე ისაუბრა, რაც ყვარლის მუნიციპალიტეტს აწუხებს.

"ჩვენ გავიმარჯვებთ და რაც მთავარია, გავიმარჯვებთ სამართლიან ორთაბრძოლაში. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში პრობლემები ჯერ ისევ ბევრია. უნდა მივეხმაროთ ქართელ გლეხს, მოიყვანოს ქართული პროდუქტი. მუნიციპალურ დონეზე ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი.

რა თქმა უნდა, ყვარლის 24 საათიანი წყლის მომარაგება არის დასასრულებელი. რა თქმა უნდა, ბევრი გზა არის კიდევ გასაყვანი, ბევრი სკოლა და ბაღი არის გასარემონტებელი ან ასაშენებელი, მაგრამ ამას ხომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ყველა ერთდ ვაკეთბთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ. ჩვენ გვყავს ყველაზე ღირსეული კანდიდატი რეგიონისთვის,"-აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

"გამარჯვების შემდეგ, პარლამენტში ჩემი მუშაობის მთავარი მიმართულება იქნება, რომ უფრო ეფექტური გახდეს თვითმმართველობა, მუნიციპალიტეტი. ყველა ის გამოწვევა, რომელიც კონკრეტულად ყვარლის წინაშე დგას, რაც შეიძლება უფრო სწრაფად და ეფექტურად ადამიანის ინტერესზე მორგებულად გადაწყდეს. ის პროგრამები, რომელიც დღეს სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს, კიდევ უფრო ფართო და კონკრეტული ადამიანის ინტერესზე მორგებული,"-აცხადებს პარლამენტის თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ქადაგიშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილის წარგდენა საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში დასრულდა.

დღის ამბები