29 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
მას ფართო არჩევანი არც ჰქონია გარდა იმისა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა - ლინას ლინკევიჩუსი სვეტლანა ტიხანოვსკაიას შესახებ

ლიეტუველი დიპლომატი, ლინას ლინკევიჩუსი სვეტლანა ტიხანოვსკაიას ლიეტუვაში ჩასვლას ეხმაურება.

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ტიხანოვსკაიას დიდი არჩევანი არ ჰქონდა და მას შვილებთან ერთად ლიეტუვაში 1 წლის განმავლობაში შეეძლება ყოფნა. დიპლომატის თქმით, ტიხანოვსკაია თავს უსაფრთხოდ გრძნობს. 

"მთელი ღამის განმავლობაში გარკვეული დაძაბულობა იყო და ამიტომაც ვხვდები, რომ მას ფართო არჩევანი არც ჰქონია, გარდა იმისა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. მას ლიეტუვას ვიზა ჰქონდა, მიიღო ეს გადაწყვეტილება და ხელისუფლებას ამისთვის ხელი არ შეუშლია. ახლა ის ლიეტუვაშია და თავს უსაფრთხოდ გრძნობს,“ - აცხადებს ლინას ლინკევიჩუსი.

სვეტლანა ტიხანოვსკაიას შტაბი პრეზიდენტს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. მათი ლიდერი კი კვლავ ლიეტუვაში რჩება. ოპოზიციონერმა ამომრჩევლებს ვიდეორგოლით მიმართა, სადაც მიანიშნა, რომ პროცესებისგან დისტანცირდება. მხარდამჭერები ამას კანდიდატზე მუქარითა და ზეწოლით ხსნიან,რამაც პოლიტიკოსს ამ გადაწყვეტილებისკენ უბიძგა.

ბელარუსში კი ახლა სიმშვიდეა, თუმცა 2 დღეა საპროტესტო აქციები მძიმე შეტაკებებით მთავრდება, ამას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 100-მდე პირი და 3000-მდე მოქალაქე საპატიმროში იმყოფება. აქციის მონაწილეები ქვეყანაში ცვლილებებს ითხოვენ, პრეზიდენტი ლუკაშენკო კი, რომელიც ქვეყანას 26 წელია მართავს სამართალდარღვევებისთვის საპასუხო ნაბიჯებს აანონსებს. 

დღის ამბები