29 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
გიორგი ვაშაძემ ქუთაისში ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მან ქუთაისში ტურიზმის სექტორში დასაქმებულებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კრიზისის შედეგად ქვეყანაში უამრავი სასტუმრო დაიხურა და ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა.

მისი თქმით, კორონაკრიზისი მხოლოდ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პარტნიორებისთვის აღმოჩნდა კარგი ბიზნესი და 21 კომპანიისთვის 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა.

ვაშაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს 23,6 მილიონი ლარი დაიხარჯა გამარტივებული შესყიდვით სასტუმროს მომსახურების შესაძენად და სასტუმროების მფლობელთა უმეტესობა "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან.

სტრატეგია აღმშენებლის ლიდერის თქმითვე, "დამსხვრეულმა ოცნებამ" არაფერი გააკეთა ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების დასახმარებლად და მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამ ფაქტების გამოძიება მოხდება.

დღის ამბები