სროლა თეთრ სახლთან. ინციდენტის გამო შტატების საიდუმლო სამსახურმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრიფინგი შეაწყვეტინა და ოთახიდან გაიყვანა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბრიფინგის ოთახში მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაბრუნდა. პრეზიდენტის თქმით, სამართალდამცავებმა შეიარაღებულ პირს ესროლეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.