სლოვაკეთმა ქვეყნიდან 3 რუსი დიპლომატი გააძევა. BBC-ის ინფორმაციით, მიზეზი ბერლინში, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეა. სლოვაკეთის საგარეო უწყება დიპლომატებს ვენის კონვენციის დარღვევაში და სლოვაკეთის ვიზების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.
სამინისტრო განცხადებაში წერს, რომ რუსეთის მოქალაქეებმა ევროკავშირისა და NATO-ს სხვა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს. საგამოძიებო პორტალ "ბელიგქათის" მონაცემებით, ხანგოშვილის მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ევროკავშირში სლოვაკეთის ვიზით გაემგზავრა.
საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს. გერმანიის პროკურატურა მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთს ადანაშაულებს.