29 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
გამოჯანმრთელებული 44 პაციენტიდან უმეტესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროა -მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 44 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროა.

"გამოჯანმრთელებულების რიცხვი 44-ით გაიზარდა და მათგან უმრავლესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროა. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში 194 პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 გახლავთ კრიტიკული, 14 მძიმე პაციენტია, დანარჩენი კი საშუალო სიმძიმისაა,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

დღევანდელი მონაცემებით კოვიდ-ცენტრებში 194 პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 კრიტიკულია, 14 მძიმე კი  პაციენტი.

საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, მათმა რიცვხა 44 შეადგინა და საერთო ჯამში - 1,054-ია.

 

დღის ამბები