29 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
COVID-19-ის ახალი შემთხვევებიდან 2-ის წყარო გაჩიანია, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 3 კი იმპორტირებულია - მარინა ეზუგბაია

სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო გაჩიანია, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 კი იმპორტირებულია.

"დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო გაჩიანია, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 კი იმპორტირებული შემთხვევაა, რომელთაგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ამასთან გამოჯანმრთელებულების რიცხვი 44-ით გაიზარდა და მათგან უმრავლესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროა. დღევანდელი მონაცემებით კოვიდ-ცენტრებში 194 პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 გახლავთ კრიტიკული, 14 მძიმე პაციენტია, დანარჩენი კი საშუალო სიმძიმისაა,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ინფიცირებული 9 პაციენტი კი შეემატათ. მისივე თქმით, მათგან ერთი გახლავთ სასაზღვრო ზონიდან კონტაქტირებული პაციენტი, დანარჩენი 8 კი მესტიის მუნიციპალიტეტის კლასტერია

დღის ამბები