მსოფლიოში COVID-19-ის ინფიცირების შემთხვევებმა 20 მილიონს გადააჭარბა. აქედან 736 ათასი გარდაიცვალა.
პირველ ადგილს კვლავ არავის უთმობს ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც 5 მილიონზე მეტი დაინფიცირებულია, მეორე ადგილზე ბრაზილიაა 3 მილიონი დაავადებულით. მას ინდოეთი მოყვება, სადაც ბოლო 24 საათში 52 ათასი პირი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 900-მდე ადამიანი.
ინფექციის გავრცელების დინამიკა იზრდება ევროპის ქვეყნებშიც. საფრანგეთში, ბოლო კვირების განმავლობაში, ყოველდღიურად, საშუალოდ ვირუსის 400-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ივნისის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში.
COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობის დინამიკა შედარებით იკლებს სომხეთსა და აზერბაიჯანში. სომხეთში ბოლო 24 საათში ვირუსის 23, აზერბაიჯანში კი 79 შემთხვევა დაფიქსირდა. კვლავ მაღალია მონაცემები უკრაინაში, რუსეთსა და თურქეთში.