ოფიციალური ბაქო ერევანს აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სროლის ქვეშ სამი სასაზღვრო სოფელი მოჰყვა.
როგორც ბაქოში ამბობენ, სომხურმა მხარემ დღე-ღამის განმავლობაში 35-ჯერ ისროლა. ოფიციალურ ერევანს აღნიშნულ ბრალდებაზე საპასუხო განცხადება ან კომენტარი არ გაუვრცელებია.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმე დღიანი შეტაკებები 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თოუზის პროვინციაში დაიწყო. შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს ჰყავს მსხვერპლი, გარდაცვლილებს შორის არიან აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნებიც.