ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების გამო ლიბანის მთავრობა გადადგა, "ევრონიუსის" ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ჰამად ჰასანის განცხადებით, გადაწყვეტილება იმ ფონზე მიირეს, რომ ბეირუთის აფეთქების შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე, ქვეყნის მთავრობის რამდენიმე მინისტრი უკვე გადადგა, რამდენიმე წევრმა კი თანამდებობის დატოვების შესახებ წინასწარ განაცხადა.
"მთელი ხელისუფლება გადადგა" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან. მისივე თქმით, ლიბანის პრემიერ-მინისტრი მთავრობის სახელით გადადგომის შესახებ განცხადებას პრეზიდენტს წარუდგენს.
მთავრობის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2 დღიანი დემონსტრაციები, სადაც აქციის მონაწილეებს პოლიცია ცრემლსადენი გაზით დაუპირისპირდა.
შეგახსნებეთ, ბეირუთის პორტში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შემდეგ ქვეყანაში ასევე მასშტაბური აქციები გაიმართა, სადაც ასეულობით მოქალაქე დაშავდა.