29 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ნინო ბურჯანაძე მთავრობას კახეთში ჩატარებული ღონისძიებების გამო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს

ნინო ბურჯანაძე მთავრობას კახეთში ჩატარებული ღონისძიებების გამო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა სახელმწიფო საქმიანობით დაკავდეს, მინისტრების უმრავლესობა პარტიული აქტივისტივით მოქმედებს.

"პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ლამის ნახევარი მთავრობა იყო დაკავებული არა სახელმწიფოს საქმიანობით და მათი პირდაპირი მოვალეობით, არამედ მოქმედებდნენ როგორც "ქართული ოცნების" აქტივისტები. რა არის ეს თუ არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება?! ნათლად გამოჩნდა, როგორ აპირებს "ქართული ოცნება" სახელმწიფო ხარჯების, სახელმწიფო ბიუჯეტის და სახელმწიფოს თანამდებობის პირების, "ქართული ოცნების" და პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესების განხორციელებისთვის გამოყენებას," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები