ბეირუთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველებს ქვები ესროლეს და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.
არეულობა ლიბანის დედაქალაქში უკვე ორი დღეა, გრძელდება. დემონსტრანტები ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
პორტში მომხდარ აფეთქებას 158 ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი ათასზე მეტი კი დაშავდა.