29 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
დამანგრეველი აფეთქებიდან 5 დღის შემდეგ ბეირუთის ქუჩები საპროტესტო ტალღამ მოიცვა

დამანგრეველი აფეთქებიდან 5 დღის შემდეგ, ბეირუთის ქუჩები საპროტესტო ტალღამ მოიცვა. მთვარობის პოლიტიკით უკამყოფილო ათასობით დემონსტრანტმა პრეზიდენტის გადადგომა და ქვეყანაში რეფორმების გატარება მოთხოვა.

მომიტინგეები ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობებში შეიჭრნენ. პროტესტი პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეთა დასაშლელად სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპასუხოდ კი მომიტინგეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს. არეულობის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ლიბანში მიმდინარე მოვლენების გამო თანამდებობა დატოვა ქვეყნის ინფორმაციის მინისტრმა. არეულობის დაწყებიდან კი მალევე, განცხადება გაავრცელა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ჰასან დიაბმა ვითარების განსამუხტად ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.

ლიბანელებსა და საერთაშორისო საზოგადოებას კრიზისის განსამუხტად და მშვიდობის დასამყარებლად გაერთიანებისკენ მოუწოდა რომის პაპმა ფრანცისკემ.

ლიბანის დასახმარებლად ონლიან კონფერენციას გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონი ვიდეო ფორმატის რეჟიმში მსოფლიო ლიდერებთან ერთად ლიბანის კრიზისს განიხილავს. ბოლო მონაცემებით, ბეირუთში აფეთქებას 160-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 5,000-მდე კი დაშავდა. საცხოვრებლის გარეშე 300 ათასამდე ადამიანი დარჩა.

დღის ამბები