29 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
"თბილისის ღია თასი 2020" - ჩემპიონატის პირველი ეტაპი აღმართის დაძლევაში გაიმართა
"თბილისის ღია თასი 2020"- ჩემპიონატის პირველი ეტაპი აღმართის დაძლევაში გაიმართა. რბოლაში მონაწილეობა 20-ზე მეტმა პროფესიონალმა მიიღო.
 
2020 წლის სეზონი მერიის, შსს სპორტული კლუბის და საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
 
"ეს შეჯიბრება პირველად ტარდება წელს და პირველად ტარდება ამ  გზის მონაკვეთზე. წლევანდელ წელს სამი ეტაპი ჩატარდება, საკმაოდ დიდი პაუზა იყო პანდემიის გამო. ველოდებოდით რეგულაციებს, რომელიც მივიღეთ და ამ რეგულაციების დაცვით, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი დღე შედგა,"- აცხადებს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი დავით მჭედლიშვილი.
 
დღის ამბები