29 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
ჭიათურაში შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ - წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი

ძარცვა ჭიათურაში - შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ოპერატორს მუქარით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, დაწყებულია გამოძიება. დაკითხვაზეა სადგურის თანამშრომელი.

გამოძიება 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

"თანხა არის წაღებული, მაგრამ რა რაოდენობით, არაფერი ვიცით. ორი პიროვნება ყოფილა," - განაცხადა ადგილობრივმა.

დღის ამბები