29 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ჩვენებების საფუძველზე დღემდე არსებული რამდენიმე ვერსია ირიცხება - მიხეილ რამიშვილი მოწმეთა ჩვენებებს გაეცნო

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმეების ჩვენებებს ადვოკატი გაეცნო. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მათი მონაყოლი ბევრ კითხვას და ბევრ ეჭვს აჩენს.

ადვოკატის თქმით, ამ ჩვენებების საფუძველზე დღემდე არსებული რამდენიმე ვერსია ირიცხება. კონკრეტულად რომელი მოწმეების ჩვენებებს გულისხმობს, ამაზე უფლებადამცველი არ საუბრობს.

"მოწმეები ვინც არიან დაკითხულები, მათ ჩვენებებში გარკვეული უზუსტობებია და ძალიან შეუსაბამოა. ახლა მიდის გარკვეული ვერსიების შეჯერება, ძალიან ბევრმა რაღაცამ იჩინა თავი. ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ პროცენტულად ბევრი ვერსია შემცირდება. გამოძიებას მივეცი გაფრთხილება, მოთხოვნა და თხოვა, რომ ავტომობილის ექსპერტიზა, ლუქის ახსნა ჩემი თანდასწრების გარეშე არ მოხდეს. 

იმ კვირიდან უკვე დავიწყებთ ჩვენ დრონების და გარკვეული სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერების გაშიფვრას, შევხედავთ რამდენად ემთხვევა იმ ვადებს, ხომ არ არის შემდეგში გადაღებული და გადაწერილი. ემთხვევა თუ არა 18, 19 პერიოდს, როდესაც საძიებო ოპერაციას აწარმოებდნენ,"- აცხადებს ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

დღის ამბები