29 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
ახალქალაქში დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა - ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ახალქალაქში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა, jnews.ge-ს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

შსს გარდაცვალებას ადასტურებს - უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება 108-ე (განზრახ მკვლელობის) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) არის დაწყებული.

დღის ამბები