ევროპაში კორონავირუსი შემთხვევები რეკორდულად იზრდება. გერმანია კორონავირუსთან დაკავშირებულ ახალ შეზღუდვებს აწესებს. დღეიდან ბულგარეთისა და რუმინეთის რამდენიმე რეგიონისა და ავსტრალიის ვიქტორიას შტატიდან გერმანიაში ჩასულმა მოქალაქეებმა, სავალდებულო 2 კვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.
ბოლო 24 საათში, გერმანიაში ვირუსის ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო 2 თვის განმავლობაში იტალიაში კი კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსით კიდევ 552 ადამიანი დაინფიცირდა. საფრანგეთში კი კორონავირუსით ინფიცირების 2 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსის ეპიცენტრი კვლავაც შეერთებულ შტატებშია, სადაც ერთ დღეში "კოვიდ-19" 58 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.
მზარდია სტატისტიკა ბრაზილიასა და ინდოეთშიც. კორონავირუსის შემთხვევები საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც კვლავ მზარდია.
მხოლოდ რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვირუსის 6 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა, სომხეთში კი - 200. აზერბაიჯანში ეს მონაცემი - 105-ს, უკრაინაში 1 489-ს შეადგენს. რაც შეეხება თურქეთს, დღე-ღამეში ქვეყანას 1200-მდე პაციენტი დაემატა.