29 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
"ომის ნაკვალევი" - დღეს თომა ჩაგელიშვილის ფილმის სატელევიზო პრემიერაა

"ომის ნაკვალევი" - დღეს თომა ჩაგელიშვილის ფილმის სატელევიზო პრემიერაა. ორი მეგობრის რეალური ისტორია, რომლებიც იარაღით ხელში, ფრონტის ხაზის სხვადასხვა მხარეს იდგნენ. დღეს ერთი დევნილია და თბილისში ცხოვრობს, მეორე ოკუპირებულ ცხინვალში.

მძიმე დღეების და წლების შემდეგ, ისინი სხვა თანამებრძოლებთან ერთად, ერთმანეთს პირველად სტამბოლში შეხვდნენ. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ეს დღეს მთავარი, მათ შორის ფილმის გმირების ერთადერთი გზავნილია. 

დღის ამბები