ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული დავით მურვანიძის სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატის შუამდგომლობა და აღკვეთ ღონისძიებად მას პატიმრობა შეუფარდა.
"მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დავით მურვანიძე. რასაკვირველია, ჩვენ გირაოს საკითხი დავაყენეთ, მაგრამ მოსამართლემ ჩვენი თხოვნა დააკმაყოფილა.
ჩვენი არგუმენტაცია რეალური იყო, რადგან საქმის მასალებიდან გამომდინარე გვქონდა. საქმეში არაფერი არის, გარდა რაღაც კამერებისა, სადაც სილუეტი ჩანს, სადაც ვერავინ გაარჩევს ვინ არის,"- აცხადებს დავით მურვანიძის ადვოკატი სოსო ხარატიშვილი.
შემდეგი სასამართლო სხდომა 23 სექტემბერს ჩაინიშნა.
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტზე შეიარაღებული თავდასხმა წყნეთის გზაზე 28 ივლისს მოხდა. სულაბერიძის მანქანას 5 ჯერ ესროლეს.