29 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
თბილისში ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მამა-შვილის ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, სამგორის რაიონში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მამა-შვილის ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა.

ბადრი გზირიშვილი აფხაზეთის, ხოლო ვახტანგ გზირიშვილი 2008 წლის ომში დაღუპული გმირები არიან. მამა-შვილის სახელობის ქუჩის გახსნას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თბილისის საკრებულოს თავჯდომარე, თავდაცვისა და სამინისტროს გენერალური შტაბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები