29 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
ვერანაირი დასაბუთება ვერ ვნახეთ, საქმის მასალები რა შემხებლობაშია ამ ხალხის ბინების ჩხრეკასთან - ZAG​-ის ადვოკატი

კომპანია ZAG​-ის ადვოკატი დღეს საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა და მოსამართლის განჩინება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც კომპანიის 5 თანამშრომლის სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ამოღებული იქნა მათი როგორც პირადი, ასევე ოჯახის წევრების კომპიუტერები. ადვოკატის თქმით, განჩინებაში არანაირი დასაბუთება არ იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა კავშირში იყო ამ თანამშრომლების ბინების ჩხრეკა საქმესთან:

"გუშინ კომპანია ZAG​-ის რამდენიმე თანამშრომლის ბინაში ჩატარდა ჩხრეკა, ეს განჩინება პირველი აგვისტოთი იყო დათარიღებული და 7-ში ჩაატარეს ჩხრეკა. მაგრამ, ამ განჩინებაში ვერანაირი დასაბუთება ვერ ვნახეთ, საქმის მასალები რა შემხებლობაშია ამ ხალხის ბინების ჩხრეკასთან დაკავშირებით. საერთოდ არანაირი დასაბუთება არ იყო განჩინებაში. მხოლოდ იყო მოყვანილი მშრალად კანონის მოთხოვნები, მაგრამ უშუალოდ ფაქტობრივი გარემოებები, კონკრეტულად ამ პირებთან მიმართებაში რა შეხებაში იყო, ამაზე არაფერი იყო ნათქვამი.

ყველაფერი მივაწოდეთ გამოძიებას და თუკი რაიმეს ნახავენ, მზად არის ეს ხალხი პასუხი აგოს, მაგრამ დამერწმუნეთ, ვერაფერს ნახავენ," - აცხადებს ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი.

ჩხრეკა გუშინ კომპანია "ზეგის" რამდენიმე თანამშრომლის ბინაში ერთდროულად ჩატარდა.

დღის ამბები