29 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
არგუმენტი, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გამო საქართველო არ შეიძლება ნატო-ში მოხვდეს, ყოვლად უადგილოა - შალვა ნათელაშვილი

ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ დადგა დრო საქართველო ნატოს წევრი გახდეს, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოს ხელს არაფერი უშლის  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მოხვდეს.

"საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და NATO-ს წევრიც გახდება. ის არგუმენტი, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გამო საქართველო არ შეიძლება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მოხვდეს, ყოვლად უადგილოა. მაგალითად, შუაზე გაყოფილი გერმანიის მეორე ნაწილი NATO-ს წევრი იყო, ეს ყველაფერი კი გერმანიის გაერთიანებით დამთავრდა. არაფერი არ გვიშლის იმისთვის ხელს, რომ ჩვენ გავხდეთ დედამიწის ისტორიაში, ყველაზე ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წევრი, რის შემდეგაც, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძალიან ახლოს იქნება,"- განაცხადა საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა. 

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა განცხადება ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. მან თქვა, რომ ის, რომ საქართველო ოკუპირებულია, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ საქართველო ვერ გახდეს ნატოს წევრი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

დღის ამბები