29 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
საქართველო რჩება აშშ-ის პარტნიორად, ოღონდ საქართველო და არა "ქართული ოცნება" - დავით ბაქრაძე

საქართველოსთვის დადგა დრო, გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი - ეს ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებაა.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა განცხადება ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. მან თქვა, რომ ის, რომ საქართველო ოკუპირებულია, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ საქართველო ვერ გახდეს ნატოს წევრი.

რესპუბლიკელი კონგრესმენის განცხადებას საქართველოში ხელისუფლების ოპონენტები აფასებენ.

"საქართველო რჩება აშშ-ის პარტნიორად, ოღონდ საქართველო და არა "ქართული ოცნება". ეს მხარდაჭერა იყო მაშინაც, როდესაც ბატონი გახარია მოსკოვში მოღვაწეობდა და საბედნიეროდ  მაშინაც, როდესაც ის საქართველოში მოღვაწეობს. ოქტომბრის შემდეგ კი, მათი მხრიდან მხარდაჭერა კიდევ უფრო ძლიერი იქნება, რადგან ხელისუფლებაში მოვლენ პრო-დასავლური ძალები, ვისაც ნამდვილად სურს საქართველოს ნატოში გაწევრიანება და არა, მხოლოდ რიტორიკულად,"- განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ. 

დღის ამბები