29 ნოემბერი 2024,   16:57
ვრცლად
ვინ არის პუტინი - ნინო ბურჯანაძის განმარტება

ვინ არის პუტინი - ამ კითხვით "ღამის კურიერის" წამყვანმა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს მიმართა.

ნინო ბურჯანაძის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მართავს ქვეყანას, რომელის ქმედებებიც გარკვეულწილად განსაზღვრავს საქართველოს ბედს.

"რაც შეეხება ვინ არის პუტინი, ის არის ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს ამ შემთხვევაში ძალის მხრივ, სუპერ სახელწიფოს, ერთხელ ვთქვი რომელიღაცა ეთერში საუკეთესოს გულისხმობთო და არა, ვგულისხმობ საერთაშორისო ტერმინს - სუპერ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ბირთული იარაღი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ძალა და ამბიციები საკუთარი საზღვრების მიღმა ბუნებრივია, დიდი სახელმწიფოსთვის ბუნებრივი, თორემ, რა თქმა უნდა, სასურველი არა. ეს არის ადამიანი, რომელიც მართავს ქვეყანას, რომლის ქმედებებზე, სამწუხაროდ, საქართველოს ბედიც არის გარკვეულწილად დამოკიდებული. ეს არის რეალობა," -აღნიშნა ბურჯანაძემ.

კითხვაზე 130 000 იძულებით გადაადგილებული პირიდან, საიდანაც 30 000 დღემდე დევნილი რჩება და 400 დაღუპული ადამიანის ოჯახის წევრებისა და 2000 დაჭრილისთვის, ვინ არის პუტინი, ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა მსგავსი უბედურება არ განმეორდეს.

"მოწინააღმდეგე, რა თქმა უნდა, რომელსაც ისინი ადანაშაულებენ უბედურებაში, რაც მოხდა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ეს ემოცია არ არის გამოსავალი. ამ ადამიანებს აქვთ თავისი ემოცია, დამოკიდებულება, მაგრამ ისინი არ არიან პოლიტიკოსები. პოლიტიკოსებს არ აქვთ უფლება აყვნენ ემოციას და პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. გარდაცვლილებს, სამწუხაროდ, არაფერი არ ეშველებათ. მაგრამ პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ მსგავსი უბედურება აღარ განმეორდეს. ჩვენი ახალგაზრდები არ დაიღუპონ წინასწარ წასაგებად განწირულ ომში," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

დღის ამბები