29 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
საქართველოსთვის დადგა დრო, რათა ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდეს - ადამ კინზინგერი

ამერიკელი კონგრესმენის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის განცხადებით, დრო დადგა საქართველო ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

აღნიშნული განცხადება კიზინგერმა ონლაინ კონფერენციაზე "მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი" გააკეთა.

"ათვლა 12 წლის წინ დაიწყო. 12 წელი ძალიან დიდი დროა. საქართველოსთვის დადგა დრო, რათა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ვფიქრობ, რომ ჩემი მეგობრები დაეთანხმებიან. ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია ეს არ უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ საქართველო არ გახდეს ნატოს წევრი.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ყველაზე ძლიერ პარტნიორებს შორის არის ავღანეთში ოპერაციების დროს. როდესაც ერთ სულ მოსახლეზე ჩართულობაზე ვსაუბრობთ, საქართველო მეორეა აშშ-ის შემდეგ ავღანეთში ჩართულობის თვალსაზრისით და ვფიქრობ, ეს პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია მომავლისთვის. აშშ-ის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი, ყველა მხარს უჭერს საქართველოს და გავაგრძელებთ ამის კეთებას," - აღნიშნა ადამ კინზინგერმა.

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით დღეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა. "მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში და დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი" - ამ სახელწოდებით კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამერიკის შეერთებული შტატების ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად უმასპინძლა.

კონფერენციას ბერლინიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, ლონდონიდან და პარიზიდან მაღალი დონის ოფიციალური პირებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 












 

დღის ამბები