29 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის გაძლიერება გვჭირდება, საქართველოს საკითხი ყველა საერთაშორისო ფორმატში უნდა შევიდეს - დავით ზალკალიანი

საქართველოს საკითხი ყველა საერთაშორისო ფორმატში უნდა შევიდეს - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად უმასპინძლა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი გაძლიერდეს.

"ერთადერთი ეფექტური ინსტრუმენტი ერთიანი მიდგომა და საქართველოს ოკუპაციის საკითხის ევროპულ დღის წესრიგში ყოფნაა. ეს იქნება სამიტები თუ ნებისმიერი საერთაშორისო ფორმატი, მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის, როდესაც იქნება საუბარი უკრაინაზე, უნდა ვისაუბროთ საქართველოზეც.

რუსეთი ცდილობს წარადგინოს ნარატივი, რომ უკრაინა განყენებული საკითხია და საქართველოს შემთხვევაც ცალკე დგას. არ მივიღებთ რუსეთის ამ თამაშში მონაწილეობას. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის გაძლიერება გვჭირდება. საქართველოს საკითხი უნდა შევიდეს ყველა საერთაშორისო ფორმატში. ასევე ორმხრივი ფორმატების თემაც უნდა იყოს, იქნება ეს მაღალი დონის შეხვედრები, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის პრეზიდენტების, ან გერმანიის კანცლერისა და რუსეთის პრეზიდენტის. ასეთი მიდგომებით ჩვენ შევინარჩუნებთ საქართველოს საკითხს მაღალ დონეზე," - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით დღეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა. "მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში და დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი" - ამ სახელწოდებით კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამერიკის შეერთებული შტატების ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად უმასპინძლა.

კონფერენციას ბერლინიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, ლონდონიდან და პარიზიდან მაღალი დონის ოფიციალური პირებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

დღის ამბები