ინდური მედიის ინფორმაციით, კერალის შტატის სამხრეთით მდებარე აეროპორტში Air India Express-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 200-მდე მგზავრი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც ფრენას დუბაიდან ასრულებდა, დაშვების დროს კალკუტის აეროპორტის ასაფრენი ბილიკიდან გადავარდა. როგორც ირკვევა, ვარდნის შედეგად თვითმფრინავი ორად გაიყო და ნაწილებად იქცა.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ადგილზე საავარიო სამსახურებიც იმყოფებიან.
როგორც ირკვევა, ამჟამად გარდაცვლილთა რიცხვი 3-ს შეადგენს, ერთი მფრინავი და ორი მგზავრი. რაც შეეხება დაზარალებულებს, მაშველებს ისინი შემთხვევის ადგილიდან ამ დრომდე გამოჰყავთ.
შემთხვევა ძლიერი წვიმების ფონზე, ინდოეთის ადგილობრივი დროით დაახლოებით 19 საათზე მოხდა.